მოკლე შესავალი პიგმენტების ისტორიისა და განმარტების შესახებ

 

pigments2_grande

ფერადოვან მასალას, რომელიც საღებავის ფერს ატარებს, (იქნება ეს ზეთოვანი, ტემპერა ან სხვა) წარმოადგენს პიგმენტი, რომელიც მინერალური, ორგანული ან ქიმიური წარმომავლობის ფერადი ფხვნილია. პიგმენტები ფერადი ნივთიერებებია, რომლებიც პრაქტიკულად უხსნადია როგორც ჩვეულებრივ გამხსნელებთან (წყალი, სპირტი, ზეთი), ასევე შემკვრელ ნივთიერებებთან.

მღებავი ნივთიერებები ან ბუნებრივი წარმოშობის მინერალური პიგმენტები წარმოადგენენ ჟანგეულებს ან მეტალის მარილებს, რომლებიც ბუნებრივი გზით მინერალურ საფუძველზეა დაფიქსირებული (წითელი, ყვიტელი და მწვანე მიწა, ულტრამარინი, მალაქიტი და სხვ.).

რთული სტრუქტურის მინერალური წარმოშობის პიგმენტებში, ანუ ნივთიერებით, რომელიც განსაზღვრავს ფერს, როგორც წესი, წარმოადგენს ერთ-ერთ ნაერთს. მაგალითად, ყვითელი ოქრის ფერი განისაზღვრება რკინის ნაერთით, თუმცა ზოგი ოქრა მანგანუმსაც შეიცავს. ანალოგიური სიტუაციაა უმბრაში (Umber). ასევე წითელი და მწვანე მიწები რკინის მონაწილეობით იღებენ ფერს.  სპილენძის საბადოებს მწვანე და ლურჯი შეფერილობა აქვთ, სადაც ლურჯი სპილენძის ფერთაგან შორის ყველაზე ლამაწი აზურიტია — ლურჯი სპილენძის ნახშირმჟავა, ან სპილენძის კარბონატი. ამ პიგმენტის მისაღებად საკმარისია კარგად დაიფხვნას მინერალის შესაფერისი ნიმუშები. მალაქიტი — ასევე სპილენძის საბადოა, რომელიც დაფხვნილი სახით მწვანე პიგმენტს იძლევა.

ძველთაგან არსებობდა ხელოვურად დამზადებული პიგმენტები, რომლებიც ქიმიური გზით მიიღებოდა (ლურჯი სმალტა, ტყვიის ყვითელი და სხვ.). ცნობილია ისეთი პიგმენტები, რომლებიც მიიღებოდა, როგორც მინერალური ნედლეულის სახით, ასევე ხელოვნური გზით (ტყვიის თეთრა, ვერცხლისწყლის მადანი, ანუ კინოვარი, აზურიტი და სხვ.).

მცენარეული წარმოშობის პიგმენტებს (ზაფრანა, ინდიგო) მიიღებდნენ ყვავილოვანი მცენარეების სხვადასხვა ადგილებიდან (ფოთლები, ყვავილები, ფესვები და ქერქები), რომელიც, როგორც წესი, ორი გზით მიიღებოდა: პირველი — ადუღებით ან დასველებით, რაც მცენარისგან მღებავ ნივთიერებას იწოვდა და შემდგომ ნალექის სახით ფხვნილად იქცეოდა. ამავდროულად მოპოვებული ნივთიერება კარგად ჯდებოდა მინერალურ საფუძველზე. მოცემული გზით მოპოვებულ პიგმენტებს. მიღების მეორე ხერხი — წვა ან კარბონიტიზაციაა (ნათურის ჭვარტლი, ვაზის შავი და ა.შ.) ცხოველური წარმოშობის პიგმენტებს მექანიკურად იღებდნენ ცხოველური ორგანიზმების სხვადასხვა ორგანოსგან (carmine, tyrian purple).

მეტად ადრეული პიგმენტები ნატურალური მიწები იყო, რომლებიც ალტამირას გამოქვაბულის მოსახლეობისთვისაც კი იყო ცნობილი. ეგვიპტელები ფერადი მიწების გასწვრივ უკვე იცოდნენ კინოვარის შესახებ. კერამიკის მოხატვისას ისინი გამოიყენებდნენ ისეთ პიგმენტს, რომელიც მოგვიანებით ეგვიპტური ლურჯის სახელით გახდა ჩვენთვის ცნობილი, ხოლო ტექსტილის შეღებვისთვის გამოიყენებდნენ ისეთ პიგმენტებს, როგორიცაა ინდიგო, пурпур, краплак. პლინიუსის დროის რომაელები თითქმის ყველა პიგმენტის შესახებ, რომლებიც ფერწერაში XVII საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა, უკვე იცოდნენ. XVIII საუკუნემ შექმნა მასობრივად ხელოვნური პიგმენტების ეპოქა. ამავე ასწლეულის 70-ნი წლებიდან ისინი ერთი მეორეს შემდეგ სწრაფად ჩნდებოდა და ვრცელდებოდა. XIX საუკუნეში ქიმიკოსებმა გამოიმუშავეს სრულიად ორიგინალური პიგმენტების მთელი სერია. ანილინის საღებავისა და შავი ლაქების მომზადების გამოგონებამ ბაზარზე უპრეცენდენტო რაოდენობის არაჩვეულებრივი, მაგრამ სინათლისგან უძლური საღებავები შექმნა.

ოპტიკური თვისებების თვალსაზრისით საღებავები და პიგმენტები ოდითგანვე ორ კატეგორიად იყოფა — გამჭვირვალე და გაუმჭვრივალე ან ლისირებული და საფარი. საფარი საღებავები სრულიად მალავს გრუნტს ან ქვემოთ არსებულ საღებავის ფენას, ლისირებული კი ქმნის ახალ ფერთა ურთიერთობას. პირველად ხორციელდებოდა ესკიზი, შემდგომ უკვე ფერის დადება. საღებავების ამ თვისებას კი ანტიკურობაში უკვე კარგად იცნობდნენ. არისტოტელეს ნათქვამი აქვს, რომ საღებავები შეიძლება ერთი მეორეს ქვეშ დაინახო, რის შესახებაც მხატვრებმა კარგად იციან. ისინი ზოგჯერ მეორე, მეტად ნათელ ფერს პირველი, ანუ ქვედა ფერის ზემოდან დებენ და ამ მეთოდს, მაგალითად, მაშინ იყენებენ, როდესაც რამის გამოსახვა წყალში ან ჰაერში სურდათ.

ეს ეფექტი ყველა საღებავს სჩვევია, თუმცა განსაკუთრებით ზეთოვანისთვისაა დამახასიათებელი. საღებავი შეიძლება, როგორც სინათლის ანარეკლის, ასევე მისი შთანთქვის მეშვეობით იყოს გაუმჭვირვალე. მაგალითად თეთრი პიგმენტები საფარს წარმოადგენენ, რადგან დიდწილად ასახავენ მათზე დაცემულ სინათლეს, ხოლო ყველა შავი პიგმენტი იგივე ხარისხის მატარებელია იმის გამო, რომ დიდწილად შთანთქავენ სინათლეს მანამ, სანამ სინათლე მის ქვემოთ არსებული საღებავის ფენაში შეაღწევს. როგორც წესი, ნაკლებად გაუმჭვირვალე უნარი ჰიდრატებს გააჩნიათ. მაგალითად რკინის ჰიდროქსიდი Fe2O3 * H2O წარმოადგენს სიენის მიწის ქრომოფორულ შემადგენლობას, რომელიც თითქმის იდენტურია ყვითელი ოქრის შემადგენლობასთან. თუმცა რკინის ჰიდროქსიდის პროპორციულად უფრო მაღალი შემცველობის გამო სიენას და ოქრას (შედარებით გამჭვირვალება აქვს) გამჭვირვალების ინდექსით ანასხვავებენ ერთმანეთისგან. როდესაც ნატურალური სიენა, ოქრა და უმბრა, წვის დროს კარგავს კრისტალიზაციის წყალს, ის არა მხოლოდ იცვლის ფერს, არამედ მეტად გაუმჭვირვალეც ხდება. ქრომის მწვანე ოქსიდი Cr2O3 — დამფარავი, ანუ გაუმჭვირვალე პიგმენტია, ხოლო მწვანე ქრომის ჰიდროქსიდი — ზურმუხტის მწვანე Cr2O* 2H2O — ლისირილებული, ანუ გამჭვირვალეა.

როგორ იფშვნება და მზადდება პიგმენტი დასახატად:

 

ბიბლიოგრაფია:

http://art-con.ru/node/4404

 

Leave a comment