მწვანე პიგმენტები

Glauconite-SHS116790-01გლაუკონიტი – სილიკატი К <1 (Fe3+,Fe2+,Al,Mg)2-3[Si3(Si, Al)O10][OH]2 • nH2О

სინონიმები: მწვანე მიწა, მწვანე ვერონეზე, ინგლისური მწვანე, ბოჰემური მწვანე და ა.შ.

(ინგ.: Green earth: გერმ.: Grime Erden; ფრანგ.: Terre verte).

მინერალური პიგმენტი; ფერი მერყეობს ღია-, მოყვითალო- და მუქ- მწვანემდე მისი ადგილმდებარეობის მიხიედვით. სხვადასხვა ფერწერის ტექნიკებში გამოიყენებოდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ის კედლის მხატვრობის ძირითადი მწვანე პიგმენტია. როგორც წესი გლაუკონიტს ხეზე, არქიტექტურაში და ნიადაგის დაწერისას იყენებენ.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: ცუდათ იხსნება მინერალურ მჟავებში; მიკროქიმიური რეაქცია Fe3+-ის იონზე აქვს.
  2. თერმული ტესტი: გლაუკონიტი —> ჰემატიტი Fe2O3 მწვანე  —> წითელი.

სპილენძის აცეტატი Сu(СН3СОО)2 • Н2О

 three-months-dry-pigment

სინონიმები: ესპანური მწვანე, ვენეციური მწვანე, ვერდიგრისი, (ინგ.: Verdigris; გერმ.: Grunspan; ფრანგ.: Vert de gris; ლათ.: aerugo, verdigris, viride hispanicum).

უძველესი პიგმენრი, რომელიც ანტიკურობიდან XIX საუკუნემდე გამოიყენებოდა. მისი ხელოვნური შენაერთი ბუნებაში არ არსებობს. მეტად ადრეული მიღების რეცეპტს თეოთრასტეს ტრაქტატი (ძვ.წ. II-III საუკუნეებში) შეიცავს: სპილენძის ფირფიტებზე ღვინის ძმარი ძემოქმედებს. სპილენძის აცეტატის ძირითადად შემდგარი ცისფერი კრისტალები ძმარში გადაკრისტალიზებას ექვემდებარება, შედეგად კი სპილენძის მწვანე აცეტატი გამოდის, რომელიც გამოიყენებოდა როგორც პიგმენტი.

ვერდიგრისი მომწვანო-მოლურჯო მარცვლოვანი გხვნილია, რომელსაც ძმრის სუნი აქვს. ის საკმაოდ არასტაბილურია საღებავებთან შეზავებისას, რომლებიც შეიცავს გოგირდსა და ტყვიას; ტუტეებთან და გოგირდოვან აირებთან შეკავშირებით ეს პიგმენტი შავდება.

მისი წარმოება უკვე უძველესი დროიდან იყო ცნობილი. არსებობს მისი წარმოების შასაუკუნოვანი ინსტრუქციებით, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეჭვი არ არის, რომ ვერდიგრისი შეიცავდა სპილენძის ორგანულ ნაერთებს. ის ფართოდ გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში, თუმცა დღესდღეობით ბევრ ფერწერაზე მოყავისფრო-მოშავო ტონალობა შეიძინა. ა.ლაური თვლიდა, რომ ბალზამებთან ერთად ის მომწვანო-მოლურჯო გამჭვირვალე პიგმენტს იძლეოდა, მეტად მყარს, ვიდრე ვერდიგრისი, რომელიც მრავალ მინიატურებში დღემდე შეინარჩუნა საკუთარი მომწვანო-მოლურჯო ლაზურის ტონალობა; ამას გარდა მას გამოიყენებდნენ ხის დაფის ფერწერაზეც (ვან ეიკის მწვანე). XIX ათასწლეულიდან ეს არამტკიცე საღებავი მთლიანად გაქრა მხატვრების პალიტრიდან.

ხელოვნური მალაქიტი – ძირითადი სპილენძის კარბონატი СuСО3 • Сu(ОН)2

5625c5e3e7bad

ბუნებრივი მინერალისგან დამზადებული პიგმენტი მხატვრობაში ადრეული დროიდანაა ცნობილი. მეტად ადრეული ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებშიც მალაქიტი იყო აღმოჩენილი – ძველი ეგვიპტეს ძეგლებია. მალაქიტი გამოიყენებოდა დაზგურ ნამუშევრებში, ხატწერასა და წიგნების მინიატურების ფერწერაში.

იმის შესახებ, თუ როდის დაიწყო ხელოვნური პიგმენტის წარმოება, წერილობით ჩანაწერებში არ შემონახულა, მაგრამ ერთ-ერთი ადრეული ნამუშევრებისგან, რომელშიც აღმოჩენილ იქნა ხელოვნური მალაქიტი – XIV საუკუნის იტალიური ხელნაწერია.

კონკრეტული ფერწერის ნიმუშების მასალათა თანამედროვე კვლევებისას ყველაზე ფართო მრავალფეროვნება სპილენძის ნაერთებში აღმოჩნდა, რომლებიც გამოიყენებოდა მწვანე პიგმენტების ხარისხით.

ასე მალაქიტის გარდა ფერწერაში გამოიყენებოდა სპილენძის შემდეგი მინერალები: ატაკამიტი – სპილენძის ქლორიდი СuСl2 • 3Сu(ОН)2, ფსევდომალაქიტი – სპილენძის ფოსფატი Cu5(PO4)•2(OH)4, სპილენძის სულფატი Cu4SO4(OH)6•H2O.

ეს პიგმენტები გამოვლინდა დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ნაწარმოებების გამოკვლევისას. აღსანიშნავია, რომ ხატწერაში ფართოდ სპილენძის მინერალები არ გამოიყენებოდა.

ანალიტიკური განსაზღვრება:

  1. მიკროქიმიური ტესტები: ყველა სპილენძის პიგმენტი იხსნება მინერალურ მჟავებში, მალაქიტი – იხსნება ნახშირორჟანგის ძლიერი გამოყოფით; მიკროქიმიური რეაქციები იონებზე: Сu2+, С1, SO42-, РО43-.
  2. თერმული ტესტი: ყველა სპილენძს ნაერთი გათბობისას იხრწნება სპილენძის შავ ოქსიდამდე

სპილენძის სხვადასხვა ნაერთების საიმედო იდენტიფიცირებისას აუცილებელია სტუქტურული მეთოდების ანალიზის გამოყენება, მაგალითად: რენტგენოგრაფია.

იმისათვის, რომ განვასხვავოთ ხელოვნური მალაქიტი ბუნებრივისგან, აუცილებელია კრისტალურ-ოპტიკური გამოკვლება პოლარიზებულ მიკროსკოპში: ხელოვნური მალაქიტის ნაწილაკებს სფერული ფორმები აქვს, რომელსაც სფეროლიტი ჰქვია.

ზურმუხტის მწვანე – ქრომის ჰიდროქსიდი Сr2O3• 2Н2О

depositphotos_112879870-stock-photo-volkonskoite-natural-rock-isolated-on.jpg

პიგმენტის სამრეწველო წარმოება 1859 წლიდანაა. ზურმუხრის მწვანეს საფუძველზე მიიღება გამჭვირვალე ლისირებული საღებავი. ბუნებაში არსებობს მინერალი იტალ. Volkonskoite, რომელიც შემადგენლობით ზურმუხტს გავს.

ანალიტიკური განსაზღვრება: ქრომის მწვანეს ანალოგიურია. ერთი შეერთების მეორესგან გამოსარჩევად აუცილებელია სტრუქტურული ანალიზის მეთოდის გამოყენება, მაგალითად: რენტგენი.

ამ საღებავს მეტად ცივი და სუფთა ტონალობა აქვს, ვიდრე ქრომს. იგი შთანთქავს ზეთის მთელ 100%-ს, აქვს ნაკლები სიხშირე და კარგი ლისირების თვისება. ზურმუხტი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პიგმენტს მწვანე პიგმენტებს შორის, რომელიც თანამდეროვე მხატვრისთვის ხელმისაწვდომია.  მას აზავებენ ტყვიის თეთრასთან და ასეთი მდგომარეობით ყიდიან ბაზარში სახელწოდებით: პერმანენტული მწვანე. ზურმუხტის მწვანე, როგორც უწყლო ოქსიდი, აღმოაჩინა 1797 წელს ვინმე ვოკელენომმა. მხატვრული საღებავის ხარისხით განვითარება 1837 წელს პანეტიემ გააგრძელა, რომელმაც საღებავის წარმოების მეთოდს მალავდა. მხოლოდ 1859 წელს. როდესაც გინიემ თავისი პატენტი გამოაქვეყნა, ამ პიგმენტის გამოყენება ფერწერაში ფართოდ დაიწყო და მალევე გამოაძევა ყველა დანარჩენი, ნაკლებად მდგრადი სპილენძის მწვანეები (მალაქიტი, სპილენძის აცეტატი და ა.შ.) და ქრომის მწვანეები, ანუ პრუსიული ლაზურის და ქრომის მწვანე ნარევები.

ბიბლიოგრაფია:

http://www.webexhibits.org/pigments/intro/greens.html

http://art-con.ru/node/3580

One comment

Leave a comment